The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის

The New York Times: ტრამპმა შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ირანთან კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაზეთ The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმება საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის გადასახადების გარეშე გახსნას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ბირთვული განადგურებისგან იხსნა.

ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ირანი ვერ მიაღწევს საბოლოო ბირთვულ შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან - პროცესი, რომელიც მისი თანაშემწეების მოლოდინით, პარასკევს შვეიცარიაში დაიწყება - იგი თეირანზე სამხედრო თავდასხმებს განაახლებს ან აშშ-ს „ახლო აღმოსავლეთის მფარველად“ აქცევს, რეგიონის შემოსავლების 20 პროცენტის სანაცვლოდ.

მან შეაქო ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტები კონფლიქტის მოგვარებაში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო ბენიამინ ნეთანიაჰუ მკაცრად გააკრიტიკა იმ თავდასხმების გამო, რომლებმაც საბოლოო შეთანხმება თითქმის ჩაშალა.

„ის ძალიან რთული კაცია“, - თქვა ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრზე, -„და სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მადლობელი უნდა იყოს ჩვენი ამის გაკეთებისთვის. იმიტომ, რომ ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, ისრაელი ორ საათსაც ვერ გაძლებდა“.