ზვიად გაბისონია პარიზში, UNESCO-ს ეგიდით გამართულ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

ზვიად გაბისონია პარიზში, UNESCO-ს ეგიდით გამართულ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია პარიზში, UNESCO-ს ეგიდით გამართულ გლობალურ კონფერენციაში — „მეცნიერების საერთაშორისო ათწლეული მდგრადი განვითარებისთვის“ — მონაწილეობს.

კონფერენცია UNESCO-ს წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მიზანია მდგრადი განვითარების გლობალური გამოწვევების დაძლევის პროცესში მეცნიერების როლის გაძლიერება.

კონფერენციის მონაწილეებმა გამართეს დისკუსია თემაზე — „მეცნიერების გლობალური კომპაქტის შემუშავება“. ასევე ჩატარდა პლენარული სესიები, რომლებიც მეცნიერების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და 2030 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის საკითხებს მიეძღვნა.

კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის მზადყოფნას, აქტიურად შეუწყოს ხელი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარებასა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.