სულხან თამაზაშვილი: მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, შესაბამისად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას უეფა დააკისრებს თურქეთს
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, ბათუმში საფეხბურთო მატჩის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ზარალის ანაზღაურება თურქეთს დაეკისრება.
„მატჩის მასპინძელი იყო თურქული მხარე, თამაში ორგანიზებული იყო ბეშიქთაშის მიერ, შესაბამისად, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ზარალის ანაზღაურებას უეფა დააკისრებს [თურქეთს]“, - აღნიშნა თამაზაშვილმა.



