სახალხო დამცველი სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოში ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ქართველ და 1+4 პროგრამით უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა და საქართველოში ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვის მდგომარება და გამოწვევები მიმოიხილა; სტუდენტებს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ხაზი გაუსვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის სპეციფიკას, ქალისა და ბავშვთა უფლებების, ოჯახში ძალადობის, მოწყვალდი ჯგუფების, შშმ პირების, ხანდაზმულების, თანასწორობის, ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის წინაღმდეგ ბრძოლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ახალგაზრდებმა სახალხო დამცველს დაუსვეს კითხვები ნაადრევი ქორწინების, ოჯახში ძალადობის, რეგიონებში არსებული გამოწვევების, დისკრიმინაციის და თანასწორობის საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ცნობიერების დონის გაზრდის აუცილებლობაზე.
შეხვედრა პროექტის „შეიცანი შენი ქვეყანა“, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების სამოქალაქო ინტეგრაციას და მათში სამოქალაქო ღირებულებების ფორმირებას - ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ა(ა)იპ „ახალი თაობა პროგრესისთვის“ სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით“ ახორციელებს.-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.