112 მოსახლეობას აფრთხილებს! - რა წერია შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს?

112 მოსახლეობას აფრთხილებს! - რა წერია შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს?

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. შეტყობინება მოქალაქეებმა მობილურ ტელეფონებზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

"გაცნობებთ, რომ 19-22 ივნისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება.

მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ!"- ნათქვამია შეტყობინებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)" - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.