ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლუქსემბურგიდან: საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ლუქსემბურგიდან გუსტი გრაასმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მან იმედი გამითქვა, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება და საქართველო კვლავ გახდება ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველო გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. ვიმედოვნებთ საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას გამოიჩენს, რადგან საქართველო ასევე მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის. ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგი არ უნდა შეწყდეს.
მე უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ ვიპოვით გზას და შევძლებთ კონსენსუსის მიღწევას, რათა საქართველო დაბრუნდეს და კვლავ გახდეს ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი“, - განაცხადა გუსტი გრაასმა.
ევროსაბჭოში, საქართველოზე დებატები დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დღესვე მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც იმეორებს იმ ჩანაწერებს, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის მიმართ მიიღება.