მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. გლობალური ნავთობის ფასი ბარელზე 76 დოლარს ჩამოცდა. ინვესტორები სულ უფრო მეტად იმედოვნებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა მალე ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება. ბრენტის ფასი 2 პროცენტითით დაეცა და 75.50 დოლარს მიაღწია. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.
აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე დარტყმები 28 თებერვალს დაიწყო. აშშ-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი, West Texas Intermediate-ის (WTI), 72.03 დოლარამდე დაეცა, რაც 3 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასობით ნავთობტანკერი და 11 000-ზე მეტი მეზღვაური ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დაკეტვის შემდეგ სპარსეთის ყურეში ჩაკეტილი აღმოჩნდა.
ომამდე, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი, დღეში 20 მილიონი ბარელი, გადიოდა სრუტეში. საზღვაო მოძრაობა ამ კვირაში მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს კომერციული მიმოსვლის დაშვებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზაზე.