თამარ ჩერგოლეიშვილი ნანა სანდერზე: ეს ქალი აქტუალური იმით გახდა, რომ ენმ-ის მომავალმა თავმჯდომარემ მას დააკისრა პასუხისმგებლობა ენმ-ის მიერ დაანონსებული რევოლუციის წარუმატებლობაზე

თამარ ჩერგოლეიშვილი ნანა სანდერზე: ეს ქალი აქტუალური იმით გახდა, რომ ენმ-ის მომავალმა თავმჯდომარემ მას დააკისრა პასუხისმგებლობა ენმ-ის მიერ დაანონსებული რევოლუციის წარუმატებლობაზე

ეს ქალი აქტუალური იმით გახდა, რომ ენმ-ის მომავალმა თავმჯდომარემ მას დააკისრა პასუხისმგებლობა ენმ-ის მიერ დაანონსებული რევოლუციის წარუმატებლობაზე- წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნანა სანდერის შესახებ, რომელსაც დღეს ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და პასუხისმგებლობას სავარაუდოდ ნანუკა ჟორჟოლიანს აკისრებს. 

„ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ, ხაბეიშვილის და ბურჭულაძის მიერ მოგონილი, არარსებული “დამხობისთვის” 7 წელი მიუსაჯა ადამიანს, რომელიც პლუშის გრანდიოზულ დათუნიას ადამიანივით ელაპარაკება. 

ეს ქალი აქტუალური იმით გახდა, რომ ენმ-ის მომავალმა თავმჯდომარემ მას დააკისრა პასუხისმგებლობა ენმ-ის მიერ დაანონსებული რევოლუციის წარუმატებლობაზე.“-წერს ჩერგოლეიშვილი.