აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ და ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩებმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი მინისტრმა დავით ფაცაციამ, სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ და „მშვიდობის ელჩების“ დირექტორმა ნათია ფეიქრიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება, დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.

„ორგანიზაცია „მშვიდობის ელჩები“ აერთიანებს ადამიანებს, რომელთათვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთთან დაკავშირებული ყველა საკითხი და მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად ჩავერთვებით სამშვიდობო ინიციატივებთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.