მედია: ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ პოლონეთში ვიზიტი გააუქმა

მედია: ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ პოლონეთში ვიზიტი გააუქმა

პოლონეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური სკანდალის ფონზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ პოლონეთის ქალაქ გდანსკში ვიზიტი გააუქმა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

ოლენა ზელენსკა უკრაინის აღდგენის საკითხისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. კონფერენციას არ დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც.

გდანსკში ჩავა უკრაინული დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო უხელმძღვანელებს.

ვარშავასა და კიევს შორის უთანხმოება ზელენსკის მიერ სამხედრო ნაწილისთვის „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელის მინიჭებას უკავშირდება, რომელსაც პოლონელები გენოციდში ადანაშაულებენ. ამის გამო პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ზელენსკის უმაღლესი ჯილდო „ოქროს არწივი“ ჩამოართვა.