ნინო წილოსანი: არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება
ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა ღირსეულად შეაჩერა, რადგან ის პირობები, რომლებიც მას უფლებამოსილების ცნობისთვის წაუყენეს უსამართლო იყო. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
მისივე თქმით, ასამბლეის წევრების ნაწილი „არარსებულ წარსულშია“ ჩარჩენილი, მაგალითად იმიტომ რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
„უკვე აქაც აღარავინ ითხოვს და თურმე უკრაინის დელეგაცია PACE-ში ითხოვს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
ერთი მხრივ, არც გვაქვს მოლოდინი, რომ სანამ დრამატულად არ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა და თუნდაც ომის მშვიდობიანი რეზოლუცია არ გამოიძებნება უკრაინაში, საქართველოს წინააღმდეგ ეს ბრძოლა არ გაგრძელდება. მინიმუმ იმიტომ გაგრძელდება, რომ თუნდაც მებრძოლ უკრაინელებს დაანახონ რომ თუ ისინი იბრძოდნენ და საქართველო ასცდა ამ ომს, საქართველო ამისთვის ისჯება“, - მიიჩნევს წილოსანი.