ტრამპი ირანის მიერ ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების შესახებ: თუ ასეთი საფრთხე არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც არცერთ ქვეყანას არასდროს გადაუხდია

ტრამპი ირანის მიერ ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო აფეთქების შესახებ: თუ ასეთი საფრთხე არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც არცერთ ქვეყანას არასდროს გადაუხდია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანი შესაძლოა, ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის ან ქიმიური იარაღის აფეთქებას გეგმავდეს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ემუქრება თუ არა ვაშინგტონს უშუალო საფრთხე, ტრამპმა განაცხადა: „თუ ასეთი საფრთხე არსებობს, ისინი ისეთ ფასს გადაიხდიან, როგორიც არცერთ ქვეყანას არასდროს გადაუხდია“.

„იმედი მაქვს, ასე არ არის, თუმცა ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან ისინი გიჟები არიან. სწორედ ამიტომ არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, თუკი ვინმეს ამასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა“, - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, CNN-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემებით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლების წინააღმდეგ თავდასხმის გეგმებს ამუშავებს.