ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფება
ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე იმყოფება.
არსებული ინფორმაციით, ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. კორპუსის ბოლო სართულის მცხოვრებმა შშმ პირმა საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ გუშინ საღამოს ცდილობდა გაზქურის ანთებას, ვერ მოახერხა და სავარაუდოდ მილი დარჩა გახსნილი - დღეს დილით კი, გაზქურის ანთების მცდელობისას აფეთქება მოხდა.
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ - შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.



