ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების არაერთი ბრიგადაა მობილიზებული.

„ამ მიმართულებით, შეიძლება, ითქვას, რომ შეფერხება არ არსებობდა. პირველივე წუთებიდან, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. შესაბამისად, ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, უკვე ყველა გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება.

ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა.

„სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანებებია და მეთვალყურეობის პროცესშია თითოეული მათგანი. იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება საჭიროება სამედიცინო დახმარების, თითოეული მათგანისთვის აღნიშნული სამედიცინო დახმარება იქნება ხელმისაწვდომი“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ - შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.