ბრიუსელში დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სამიტი მიმდინარეობს
ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება.
მხარეები ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და „ბრექსიტის“ შემდეგ წარმოქმნილი ეკონომიკური და სავაჭრო დაბრკოლებების შემცირების საკითხებს განიხილავენ. ეს „ბრექსიტის“ შემდეგ მათი მეორე ორმხრივი სამიტია.
ბერნემის განცხადებით, „ბრექსიტმა“ ბრიტანეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა და ქვეყანას ევროპასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სჭირდება. მისი მთავრობა ევროკავშირთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, თუმცა ევროკავშირში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ განიხილავს.
სამიტის დღის წესრიგშია სავაჭრო ურთიერთობების გამარტივება, კლიმატურ საკითხებზე თანამშრომლობა და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება. მოლაპარაკებების ერთ-ერთ საკვანძო საკითხად ევროპელი სტუდენტებისთვის ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლის საფასური რჩება. მხარეები ამ საკითხზე შეთანხმებას ჯერ ვერ აღწევენ და მოლაპარაკებების გაგრძელებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გეგმავენ.



