ვატო შაქარიშვილი: საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციური დოგმისგან
ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთხელ არის ის, რომ გავთავისუფლდეთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ამ კონსტიტუციური დოგმისგან, — განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა ვატო შაქარიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს ფართო ეკონომიკური შესაძლებლობები და ახალი მოცემულობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ნეიტრალური სტატუსის საკითხი გაიტანოს.
„ნებისმიერ დროს, ახალი წევრი ქვეყნებისთვის საკუთარი ინტერესების დაცვა ბიუროკრატიის მხრიდან შეიძლება შეფასდეს, როგორც არასაკმარისი ერთგულება ევროკავშირის საერთო პოლიტიკისა და პრინციპების მიმართ. ეს კი შეიძლება გამოყენებული იყოს მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების შემოღების საფუძვლად.
ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტად კვლავ რჩებოდეს ასეთ გაერთიანებაში ინტეგრაცია, რომელიც დეგრადაციის შეუქცევად პროცესშია, ხიფათის შემცველია და გვაკარგვინებს შესაძლებლობას, ახალ რეალობაში გამოვიყენოთ ის ფართო ეკონომიკური შესაძლებლობები და ახალი მოცემულობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ნეიტრალური სტატუსის საკითხი გავიტანოთ.
ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთხელ არის ის, რომ გავთავისუფლდეთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ამ კონსტიტუციური დოგმისგან“, — აღნიშნა შაქარიშვილმა.



