ბიძინა გიორგობიანი: საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს იმ მიმართულებით ღირსებით სიარულზე ლაპარაკს, სადაც ყოვლად უღირს დახვედრას უპირებენ ახალ წევრებს

ბიძინა გიორგობიანი: საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს იმ მიმართულებით ღირსებით სიარულზე ლაპარაკს, სადაც ყოვლად უღირს დახვედრას უპირებენ ახალ წევრებს

საქართველომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს უნდა გადახედოს და მულტივექტორულ პოლიტიკაზე იყოს ორიენტირებული, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აღარ უნდა გააგრძელოს იმ მიმართულებით სვლა, სადაც, მისივე შეფასებით, ახალ წევრებს უღირს დახვედრას უმზადებენ.

„გამოსავალი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაანებოს თავი იმ მიმართულებით ღირსებით სიარულზე ლაპარაკს, სადაც ყოვლად უღირს დახვედრას უპირებენ ახალ წევრებს. საქართველომ უნდა გადახედოს თავის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და სტრატეგიულ მიზნებს და მეტად იყოს ორიენტირებული მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიმართულებით“, - აღნიშნა გიორგობიანმა.