იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, რომლის თანახმადაც სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება, თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევა.

„15 კმ/სთ-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 50 ლარით, 30კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე - 100 ლარით დაჯარიმებას, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბება, რაც არის განსაკუთრებით საფრთხის შემცველი, 300 ლარით დაჯარიმდება. ამავდროულად, ამავე ცვლილებებით გათვალისწინებულია, რომ სადისტრიბუციო ავტომობილებს შეეძლებათ, ღამის 01:00 საათიდან 06:00 საათამდე გაჩერდნენ, დადგნენ ბასლეინში და ტვირთი გადმოტვირთონ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

დღესვე კომიტეტი განიხილავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. კანონპროექტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე წარადგენს.