ალექსანდრე დარახველიძე: ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას

ალექსანდრე დარახველიძე: ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას

ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უცხოელი მიმართავს სერვისების განვითარების სააგენტოს იმისთვის, რომ მიიღოს ბინადრობა, ამ შემთხვევაში გასაუბრება მოხდება კომისიის წინაშე.

„იმისათვის, რომ ფიქციურად არ მოხდეს ქორწინებები და ეს ფიქციური ქორწინება არ გახდეს შემდგომში საფუძველი მსგავსი ბინადრობების გაცემის, ფიქციური ქორწინება გახდა დასჯადი, თუკი მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოელის ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებას. მას შემდეგ, რაც უცხოელი მიმართავს სერვისების განვითარების სააგენტოს იმისთვის, რომ მიიღოს ბინადრობა, ამ შემთხვევაში გასაუბრება მოხდება კომისიის წინაშე.

აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის საემიგრაციო პოლიტიკაზე. ქვეყანას ჰქონდეს მდგრადი, სამართლებრივი ბაზა და გაუმკლავდეს ყველა იმ საშუალებით, რაც დაშვებულია არამხოლოდ ევროპის ქვეყნებში, არამედ არაერთ წამყვან სახელმწიფოში და რითაც სხვადასხვა სახელმწიფოები თავს იცავენ იმ დიდი გამოწვევისგან, როგორიც არის მიგრაციული ნაკადების არასწორი გადანაწილება“, - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.