ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს და ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას შეეხებოდა.
მისივე თქმით, ეს ადამიანები პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
„ჩვენ ვიცით, რა არის ოპოზიციის როლი, ისინი არიან დაკავებული საბოტაჟით, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, ეს ეხება პარტიებს, ეს ეხება ე.წ. „ენჯეოებს“. ისინი ჩასულები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს აჩვენებს, რა თქმა უნდა, მათ ბუნებას. ისინი პასუხისმგებლობას იზიარებენ, რა თქმა უნდა, იმ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელიც დამტკიცდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ტრაგიკული მოვლენაა, თუმცა საზოგადოება აფასებს ამ ყველაფერს,“- აღნიშნა პრემიერმა.