სულხან თამაზაშვილი იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვია

სულხან თამაზაშვილი იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, მოადგილეებთან ერთად, იმერეთის რეგიონს ეწვია და სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრების ფარგლებში, დეპარტამენტების ხელმძღვანელმა პირებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სულხან თამაზაშვილი ასევე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც საპატრულო პოლიციის, დაცვის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.