მარკო რუბიო: ტრამპს და პუტინს ალასკაზე არაფერზე მოულაპარაკებით
აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს უკრაინის შესახებ არაფერზე მოულაპარაკებია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
„ალასკაზე უკრაინის შესახებ არავითარი შეთანხმება მიღწეული არ იყო. ალასკაზე გაჟღერდა წინადადებები. იქ შეთანხმება არ შემდგარა“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, აშშ, როგორც ადრე, მზად არის ომის დარეგულირების საქმეში კონსტრუქციული როლი ითამაშოს.