უნივერსიტეტებს შორის გაიმართება მინი ფეხბურთის ტურნირი „ზაფხულის თასი“

უნივერსიტეტებს შორის გაიმართება მინი ფეხბურთის ტურნირი „ზაფხულის თასი“

28 ივნისს, „იბერია 1999“-ის საფეხბურთო აკადემიაში საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით უნივერსიტეტებს შორის გაიმართება მინი ფეხბურთის ტურნირი „ზაფხულის თასი“.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს რვა უნივერსიტეტის მინი ფეხბურთის გუნდი, რომლის ფარგლებშიც თასთან ერთად გათამაშდება სხვადასხვა პრიზები და ჯილდოები.

„იბერია 1999“-ის აკადემია I ქ. თბილისი, ტ. იოსებიძის ქუჩა N50. დასაწყისი 11:00