საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დავით მაღრაძის წიგნების ინგლისური და ინგუშური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დავით მაღრაძის წიგნების ინგლისური და ინგუშური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში პოეტ დავით მაღრაძის წიგნების ინგლისური და ინგუშური თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.

საზოგადოება ინგლისურ ენაზე გამოცემულ „ჰამლეტის სარკესა“ და ინგუშურ ენაზე გამოცემულ „ბარაქიან მიწას“ გაეცნო.

ღონისძიება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ გახსნა.

აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდა ავტორიც.

პოეტმა თავის შემოქმედებაზე ისაუბრა, რა დროსაც თავის წიგნებიდან ქართულ ენაზე ამონარიდები წაიკითხა.

პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა.