ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი დღეს იწყება

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში დღეს დაიწყება. ტურნირი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების შეხვედრით გაიხსნება. თამაში მეხიკოში, ლეგენდარულ სტადიონ „აცტეკაზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მანამდე კი მუნდიალის გახსნის ცერემონია ჩატარდება.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ისტორიაში პირველად, მუნდიალს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. ტურნირში ჩვეული 32 გუნდის ნაცვლად, 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე 104 მატჩი გაიმართება (რაც რეკორდია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში).