სასამართლომ შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის გიორგი სარაჯიშვილი 1500 ლარით, გრიგოლ ზამბახიძე კი 4 000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე გიორგი სარაჯიშვილის საქმე განიხილა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა. სასამართლომ სარაჯიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ის დანაშაულს აღიარებს.
სასამართლომ ასევე განიხილა მოქალაქე გრიგოლ ზამბახიძის საქმე. სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მან ბოდიში მოიხადა. მოსამართლემ ზამბახიძე სამართალდამრღვევად ცნო. მას 4 ათასი ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.