მარიამ ლაშხი ერევანში ირანის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებაზე: ჩვენ თუ პროირანულობას, პრორუსულობას, პროჩინეთობას გვაბრალებენ, ზოგიერთის პრაგმატული პოლიტიკა თუ დელეგაციის მასპინძლობა თურმე პროევროპელობა ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უსტანდარტობას
ქართული ოპოზიცია საქართველოს ირანთან ნებისმიერი ურთიერთობის წინააღმდეგია და ამას საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ამართლებს სომხეთის პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებას.
ნიკოლ ფაშინიანმა ირანის დელეგაციას, ვიცე-პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ერევანში უმასპინძლა.
ოპოზიციის ამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ სუვერენიტეტის ამოსავალი წერტილია, ქვეყანამ საგარეო ურთიერთობები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აწარმოოს.
„ჩვენ თუ პროირანულობას, პრორუსულობას, პროჩინეთობას გვაბრალებენ, ზოგიერთის პრაგმატული პოლიტიკა თუ დელეგაციის მასპინძლობა თურმე პროევროპელობა ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს უსტანდარტობას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს მშვიდობა“, - განაცხადა განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.