პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა უკრაინას ჯილდოზე უარი განაცხადა

პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა უკრაინას ჯილდოზე უარი განაცხადა

პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ის უკრაინისგან წლების წინ მიღებულ ჯილდოს უკან დააბრუნებს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

როგორც ბლაშჩაკმა განაცხადა, მისი აღნიშნული ჟესტი არის სოლიდარობის გამოხატვა ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის მიმართ.

„დავაბრუნებ დამსახურებისთვის გადმოცემულ ორდენს, რომლითაც მე უკრაინის ხელისუფლებამ დამაჯილდოვა“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

მან აგრეთვე დასძინა, რომ ეს არის „პროტესტის გამოხატვა უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედებების გამო“.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლონური პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერმა, პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას იაროსლავ ბრძენის ორდენს დაუბრუნებს, რომლითაც ის 2022 წელს დააჯილდოვეს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის“ ორდენი ჩამოართვა. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ზელენსკიმ ერთ-ერთ უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს „უკრაინის მეამბოხე არმიის გმირების“ სახელი მიანიჭა. პოლონეთში ფიქრობენ, რომ „უკრაინის მეამბოხე არმია“ ვოლინის ტრაგედიასთან არის დაკავშირებული.

მოგვიანებით პროტესტის ნიშნად პოლონეთს სახელმწიფო ჯილდოები უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც დაუბრუნეს.