სომხური მედია: სომხეთში დააკავეს ოპოზიციის წარმომადგენელი ავეტიკ ჩალაბიანი, რომელსაც ბრალად უცხოელების დახმარებით ოპოზიციის სასარგებლოდ არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობა ედება
სომეხმა სამართალდამცველებმა ოპოზიციონერი ავეტიკ ჩალაბიანი დააკავეს, რომელსაც ბრალად საზღვარგარეთ მცხოვრები სომხების სამშობლოში დაბრუნების და 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციისთვის ხმის მიცემის საკითხის კურირება ედება. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში ჩალაბიანი საზღვარგარეთ გაემგზავრა და „სხვა ქვეყნის თანამდებობის პირებს შეხვდა“. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ოპოზიციონერი ეკონომიკური სუბიექტების მეპატრონეებს სთხოვდა, რათა მათ სომხეთის მოქალაქეობის მქონე დასაქმებულ პერსონალისთვის არჩევნებზე სამშობლოში დაბრუნება და ოპოზიციური ბლოკის „ძლიერი სომხეთისთვის“ ხმის მიცემა დაევალებინათ. სომხეთის
პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.