ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი დაათვალიერეს

ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი დაათვალიერეს

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი დაათვალიერეს და ელექტრონული სერვისების მიღების შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ.

მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს უწყების მიერ, გადასახადის გადამხდელებისთვის დანერგილი 500-მდე ელექტრონული სერვისის შესახებ და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. 

შეხვედრისას სერვისცენტრის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს განუმარტეს, რომ თვითმომსახურების წახალისების მიზნით, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების მაქსიმალურ მოქნილობაზე მეტყველებს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს