საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა

XI მოწვევის პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა. 

საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება.

კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი მორიგ სესიაზე წელიწადში ორჯერ იკრიბება – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე.

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. 

სესიის გახსნისას და დახურვისას, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება.