The Times of Israel: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელის თავდაცვითი ძალები სამხრეთ ლიბანიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ

The Times of Israel: ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელის თავდაცვითი ძალები სამხრეთ ლიბანიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ

ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ ჩარჩო-ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ისრაელის თავდაცვითი ძალები სამხრეთ ლიბანიდან ნაწილობრივ გასვლას დაიწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.

წყაროს თქმით, ისრაელის ძალები გავლენ იმ ორი ტერიტორიიდან, რომლებიც ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში შექმნილ ბუფერულ ზონაში მდებარეობს. ისრაელელი სამხედროების ადგილს ლიბანის შეიარაღებული ძალების წევრები დაიკავებენ.

ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ამ ტერიტორიებიდან „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურა უკვე გაწმინდეს. ისრაელის თავდაცვითი ძალები აცხადებენ, რომ „ჰეზბოლა“ ამ სოფლების უმეტესობას ისრაელზე თავდასხმების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის იყენებდა.

ჩარჩო-ხელშეკრულება აშშ-ის შუამავლობით ვაშინგტონში გამართული ისრაელ-ლიბანის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მეოთხე დღეს შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტში მალე ხელმოწერის მცირე ცერემონია დაიწყება.

აშშ მხარეებს მოუწოდებდა, შეთანხმებისთვის მიეღწიათ ხუთშაბათს, რაც ამ რაუნდის ბოლო დღედ იყო განსაზღვრული, თუმცა მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების აღმოსაფხვრელად დამატებითი დრო გახდა საჭირო.