მატეუშ მოროვიეცკი პოლონეთის მთავრობისგან უკრაინის ევროკავშირის დაბლოკავს ითხოვს, სანამ კიევი ვოლინის ტრაგედიის არ აღიარებს

მატეუშ მოროვიეცკი პოლონეთის მთავრობისგან უკრაინის ევროკავშირის დაბლოკავს ითხოვს, სანამ კიევი ვოლინის ტრაგედიის არ აღიარებს

პოლონეთის სეიმის წევრი ევროკავშირში უკრაინის გაწევრებას ეწინააღმდეგება იქამდე, ვიდრე კიევი ვოლინის ტრაგედიის ისტორიულ სიმართლეს არ აღიარებს. მატეუშ მორავიეცკი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლონეთისთვის მიუღებელია „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ და „ბანდერას“ გმირებად შერაცხვა.

მორავიეცკის თქმით, ვარშავას აქვს ვალდებულება ღიად განაცხადოს, რომ პოლონელი ბავშვებისა და ქალების მკვლელობაზე პასუხისმგებელი დამნაშავეების კულტის გამო, უკრაინისთვის ევროკავშირისკენ გზა ჩაკეტილია.

პოლონელი დეპუტატი მთავრობისგან მოითხოვს, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების არცერთი ეტაპი არ დაიხუროს იქამდე, ვიდრე კიევი ისტორიულ რეალობას არ აღიარებს და დამნაშავეთა განდიდებას არ შეწყვეტს.