მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

მეფისქალაქის საჯარო სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ეკატერინე გაბაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ. სკოლისთვის ეკატერინე გაბაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა საზეიმო ღონისძიება. გაიხსნა გაბაშვილის სახელობის კაბინეტი.

„დღევანდელი დღე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იდგეს განათლება, კულტურა და ჩვენი ისტორიული მეხსიერება ჩვენი ქვეყნის განვითარების სადარაჯოზე. დღეს ამ კედლებში გაცოცხლდება ეკატერინე გაბაშვილი, რომელიც 17 წლის ასაკიდან განათლებას აძლევდა განსაკუთრებით შეჭირვებულ ადამიანებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.