აშშ-ში პრაიდებზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში გამართული ლგბტ პრაიდი არეულობაში გადაიზარდა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის პოლიციამ მსვლელობის რამდენიმე მონაწილე მას შემდეგ დააკავა, რაც მათ ოფიცრებს შუშის ბოთლები დაუშინეს და სამართალდამცველების მითითებები არ შეასრულეს.
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სიეტლში გამართულ პრაიდზეც, სადაც ლგბტ მსვლელობის მონაწილეები ქრისტიან აქტივისტს ქუჩაში ლოცვის საშუალებას არ აძლევდნენ. პრაიდის რამდენიმე მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა უსაფრთხოების თანამშრომელს, რომელმაც ქრისტიანი აქტივისტის დაცვა სცადა. დაკავებულია 1 ადამიანი.