სოფია ვულტეფსი: როცა საბერძნეთი ჩვენს მომდევნო საპარლამენტო სესიას უმასპინძლებს, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ყველა გვესტუმროს ათენში, ცხადია, ჩვენი ქართველი პარლამენტარი მეგობრებიც
როცა საბერძნეთი ჩვენს მომდევნო საპარლამენტო სესიას უმასპინძლებს, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ყველა გვესტუმროს ათენში, ცხადია, ჩვენი ქართველი პარლამენტარი მეგობრებიც, - განაცხადა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, საბერძნეთის პარლამენტის წევრმა სოფია ვულტეფსმა.
მისი თქმით, ქართველმა პარლამენტარებმა ძალიან ბევრი იმუშავეს საქართველოში PABSEC-ის გამართვისთვის.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ დავბრუნდი. ჩვენ აქ ვიმყოფებოდით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული იდეებით. როცა საბერძნეთი ჩვენს მომდევნო საპარლამენტო სესიას უმასპინძლებს ათენში, ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იქნება, რომ ყველა გვესტუმროს ათენში, ცხადია, ჩვენი ქართველი პარლამენტარი მეგობრებიც, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა სოფია ვულტეფსმა.