საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა და გლდანის რაიონის დელეგატმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის 181-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერეს.

2026 წლის საგამოცდო პროცესი ხვალ, 2 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით – ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 24 საგამოცდო ცენტრი საგამოცდო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით, მათ შორის გაგრილების სისტემით. 2 ივლისიდან, საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულ 83 000-ზე მეტ გამოსაცდელს საქართველოს 12 ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება.

საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

2026 წლის გამოცდები, წელსაც, ტრადიციულად, ორ სესიად ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, მასზე მითითებულ დროსა და ადგილას. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან!

აუცილებელია გამოსაცდელებმა გაითვალისწინონ, რომ გამოცდაზე არ შეიძლება არცერთი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა (პლასტმასის ბოთლით), ჰიგიენური ნივთებისა და სურვილის შემთხვევაში, საწერი კალმისა (პარამეტრები: გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). მობილური ტელეფონისა და ზედმეტი ნივთების ჩაბარება შესაძლებელი იქნება ცენტრში შესვლისთანავე, ნივთების შესანახ სივრცეში. 

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. დეტალური განრიგის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://www.naec.ge/#/ge/post/3610