ანი წითლიძე: არ ვიცი, რატომ არ იყო თინა ბოკუჩავა ღონისძიებაზე, პერსონალურად არ გაგვიფრთხილებია, თუმცა საჯაროდ იყო ინფორმაცია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, მოსულიყო

ანი წითლიძე: არ ვიცი, რატომ არ იყო თინა ბოკუჩავა ღონისძიებაზე, პერსონალურად არ გაგვიფრთხილებია, თუმცა საჯაროდ იყო ინფორმაცია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, მოსულიყო

არ მაქვს ინფორმაცია, რატომ არ იყო თინა ბოკუჩავა, თუმცა ღონისძიებასთან დაკავშირებით ჰქონდა ინფორმაცია. პერსონალურად არ გაგვიფრთხილებია, თუმცა საჯაროდ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, მოსულიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რატომ არ ესწრებოდა ელექტრონული რეფორმის პრეზენტაციას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

„ამ წუთას მე არ წარმოვადგენ კანდიდატს, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ჩემ გარდა, პრეზენტაცია წარადგინა ირაკლი ფავლენიშვილმა, გია ბარამიძემ და ლევან სანიკიძემ. ეს არის პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული და დამტკიცებული პარტიის განვითარების კონცეფცია. ამ კონცეფციაზე დაახლოებით წელიწადია, უფრო მეტიც, მუშაობს პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკურმა საბჭომ ეს დაამტკიცა დაახლოებით ექვსი თვის წინ, შემდეგ კონცეფციის გაშლა მოხდა კონკრეტულ სამუშაო ჯგუფებში და პოლიტიკურმა საბჭომ ხელახლა გამოუცხადა ნდობა ამ კონცეფციას. ამიტომ, ეს არ არის ერთი ადამიანის კონცეფცია, ეს არის პარტიის განვითარების გეგმა, რომელიც დამტკიცებული და მხარდაჭერილია პოლიტიკური საბჭოს, სამდივნოს და პარტიის წევრების მხრიდან. არ ვიცი, რატომ არ იყო თინა ბოკუჩავა, ნამდვილად ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ცხადია, ჰქონდა ინფორმაცია. დანარჩენს ვერ გეტყვით. პერსონალურად არ გაგვიფრთხილებია, თუმცა საჯაროდ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, მოსულიყო“, – განაცხადა ანი წითლიძემ.