სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძე

სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძე

სიძულვილის ენის და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, გლდანი - ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს გიგა ავალიანის დედამ მიმართა. ეკა კუპატაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გიგა ავალიანის საქმის ერთ - ერთ ეპიზოდში მსჯავრდებულის ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრმა მიაყენა. მაკა ბახტაძე სამი ათასი ლარით დაჯარიმდა.

ასევე, სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სამი ათასი ლარით დაჯარიმდა ნატა ფერაძეც.

სიძულვილის ენის და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც შეურაცხყოფა მომღერალს მიაყენა