ახალციხეში წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება
წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მისი სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.
წირვას, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, პარლამენტის დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო წირვა მღვდელმსახურებთან ერთად ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ აღავლინა.
ასევე, წირვას მრევლთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - გიორგი ქოჩიაშვილი, სერგი მუშკუდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქალაქის დღესასწაული დღეს ახალციხის ციხეზე მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაგრძელდება.