მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკა ანგარიშით 2:0 დაამარცხა

მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკა ანგარიშით 2:0 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის მექსიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა - თავი ხულიან კინიონესმა გამოიჩინა, რომლის გოლიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მუნდიალების გახსნით შეხვედრებში გასული ყველაზე სწრაფი გოლი გახდა.

მექსიკელებმა უპირატესობის განმტკიცება მეორე ტაიმში შეძლეს. მატჩის 67-ე წუთზე, რობერტო ალვარადოს ზუსტი გადაცემის შემდეგ, თავური დარტყმით გოლი რაულ ხიმენესმა გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი 3 ქულა მოიპოვა.