სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო

სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. თამაში მექსიკის ქალაქ საპოპანში გაიმართა.

სამხრეთკორეელებმა სადებიუტო მატჩში ჩეხეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

ანგარიში 59-ე წუთზე ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლადისლავ კრეიჩიმ გახსნა. 67-ე წუთზე კორეელებმა ანგარიში გაათანაბრეს. გოლი ხვან ინ ბიომ გაიტანა.

მე-80 წუთზე ო ხიონ კიუმ ანგარიში 2:1 გახადა და სამხრეთკორეელები წინ გაიყვანა. შეხვედრა ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ეს იყო A ჯგუფის მეორე თამაში. პირველი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის მექსიკელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამრიგად, A ჯგუფის ლიდერები მექსიკისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები გახდნენ.