2 ივლისს, ქალაქ თეთრიწყაროში, მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდება

2 ივლისს, ქალაქ თეთრიწყაროში, მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდება

2 ივლისს, ქალაქ თეთრიწყაროში, მასშტაბური სკრინინგ აქცია ჩატარდება.  

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: 

ძუძუს კიბოს

საშვილოსნოს ყელის კიბოს

მსხვილი ნაწლავის კიბოს 

პროსტატის კიბოს

B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის

ჰიპერტენზიის

სკრინინგული კვლევები.

გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.

სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია. 

სკრინინგ აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და თეთრიწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება. 

მისამართი: ქალაქი თეთრიწყარო, შ.რუსთაველის ქ N5

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს