ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩი 2:2 დასრულდა

ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩი 2:2 დასრულდა

ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩში უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე G ჯგუფში მოასპარეზე ირანისა და ახალი ზელანდიის მატჩი 2:2 დასრულდა.

შეხვედრა ზელანდიელების უპირატესობით დაიწყო და მატჩის მეშვიდე წუთზე კრის ვუდის პასის შემდეგ ელაიჯა ჯასთმა ანგარიში გახსნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ირანელებმა ტემპს მოუმატეს და მათმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო. მატჩის 32-ე წუთზე რამინ რეზაეიანმა ანგარიში გაათანაბრა.

თამაშის 54-ე წუთზე კვლავ კრის ვუდის პასით ელაიჯა ჯასთმა გოლი გაიტანა და ანგარიში 1:2 ახალი ზელანდიელების სასარგებლოდ გახადა.

მატჩის 64-ე წუთზე ირანელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და მოჰამად მოჰებიმ საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.