ურუგვაი საუდის არაბეთთან მარცხს გადაურჩა

ურუგვაი საუდის არაბეთთან მარცხს გადაურჩა

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე შეხვედრა საუდის არაბეთისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებებს შორის ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩი მაიამის სტადიონზე შედგა. თამაში ურუგვაელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. სახიფათო მომენტებს საუდის არაბეთის ნაკრებიც ქმნიდა.

ყველასთვის მოულოდნელად მატჩის 41-ე წუთზე ანგარიში საუდის არაბეთმა გახსნა. გატანილი გოლის ავტორი აბდულელა ალამრი გახდა.

ნომინალურ სტუმართა უპირატესობა აშკარა გაშვებული გოლის შემდეგ გახდა. ურუგვაი სულ უფრო მეტ სახიფათო მომენტს ქმნიდა საუდელთა კართან. მატჩის მე-80 წუთზე მაქსი არაუხომ საუდელების კარის აღება შეძლო და ანგარიში 1:1 გახადა.

ამრიგად, H ჯგუფში ურუგვაის, საუდის არაბეთს, ესპანეთსა და კაბო ვერდეს თითო-თითო ქულა აქვთ.