ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი

ლევან დარსალია: შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი

უკვე შეგვიძლია დავაანონსოთ ოთხივე კურორტზე ზამთრის სეზონის გახსნის თარიღი და ეს იქნება 20 დეკემბერი. ეს დამსვენებლებს ვიზიტების, ხოლო ბიზნესის წარმომადგენლებს საქმიანობის წინასწარ დაგეგმვაში დაეხმარება, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დარსალიამ.

მისი თქმით, გუდაურში 2026-2027 წლის სათხილამურო სეზონისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

,,ვიზიტორებს გუდაურში წელს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ამ ეტაპზე ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგიროს სადგურები შენდება. ასევე ველით სულ მალე მოძრავი ხალიჩის სამუშოების დაწყებას, პარალელურად, ეწყობა ორი ახალი სასრიალო ტრასა და მიმდინარეობს მიწის სამუშაოები გათოვლიანების სისტემის მოსაწყობად“, - განაცხადა ლევან დარსალიამ.