მიხეილ სააკაშვილი: მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, მაგრამ სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს

მიხეილ სააკაშვილი: მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, მაგრამ სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს

"ლევან ხაბეიშვილის შეცვლა ჩვენი რეაგირება იყო იმაზე, რომ მთელი სვეცკი ბაბლი მის წინააღმდეგ დაირაზმა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი განაცხადა.

ერთ-ერთ მედიასთან წერილობით ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის პოსტიდან შეცვლა განპირობებული იყო მის მიმართ არსებული კრიტიკითა და ნეგატიური დამოკიდებულებით.

მისივე განცხადებით, პარტიაში ყველა თანამდებობა ვადიანია და თინა ბოკუჩავას უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ახალი თავმჯდომარის არჩევა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელი იყო.

"რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი სვეცკი ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან რას და ხან რას. ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე, ევროპასა და ამერიკაში განათლებამიღებული თინა, მაგრამ სვეცკებმა ხმა მაინც არ მოგვცეს. ახლა კი ყველაფერი ძალიან მარტივია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველა გარკვეული ვადით ირჩევა და ივლისის დასაწყისში თინას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ შემთხვევაში ჩემი იდეა იყო“, – წერს მიხეილ სააკაშვილი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.