ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერ ჯონდო მდივნიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურიასთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აბიტურიენტებს შეხვდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვეს.
მიმდინარე წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლები 355-მა ახალგაზრდამ დაამთავრა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.