სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველს ელოდებიან. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2025 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიშს წარუდგენს. ანგარიშში წარმოდგენილია 2025 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები და პროგრესი.

აღნიშნული ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა უკვე განიხილა და მხარი დაუჭირა კომიტეტის დასკვნას, რომელშიც გაანალიზებულია სახალხო დამცველის ანგარიშში იდენტიფიცირებული გამოწვევები და ასახულია მათი გადაჭრის მიზნით, პარლამენტის მიერ გასაცემი დავალებების პროექტი.