სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმები მცირდება - შესაბამის ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებს.
ცვლილებებით, მოძრაობის დადგენილი დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა, უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის. ცვლილება ეხება ქულების სისტემასაც.